კორონავირუსი საქართველოში

პრემიერი Covid 19-ზე: პოზიტიური ნიშნებია, მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება

ამ ბოლო დროს ჩვენთან შეიმჩნევა საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები - ეს არის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა და დასტაბილურებული ახალი შემთხვევები, იმის გათვალისწინებით, რომ ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება.

ეს არ არის ვინმეს დამსახურება, მთავრობის ან ცალკე აღებული სამინისტროსი, ეს არის ყველას, ჩვენი საერთო დამსახურება, ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირია პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვატაროთ პირბადე, როგორც დახურულ შენობაში, ისე ღია სივრცეში...

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია

კომენტარები