გახარია: მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ეპიდემიაზე გამარჯვებას ფასი ასე ექნება

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით ლოკდაუნი არ იქნება და ვერ იქნება.

მარტივად აგიხსნით რატომ, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან უკვე აქვს ფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას, კიდევ ერთხელ ვამბობ - გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გახდება პრიორიტეტი N1...

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მარტში იმ დროს გამოაცხადა, როცა ჯამში ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა იყო. თითქმის სამი თვის განმავლობაში ქვეყანა ჩაკეტილი იყო. ამის შემდეგაც, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საბაბით საქართველოს მთავრობამ საზღვრები უპირობოდ მხოლოდ ხუთ ქვეყანას გაუხსნა. აგვისტოდან ნოემბრამდე რეგულარული ფრენები ევროპის მხოლოდ სამ ქალაქში სრულდებოდა, მას შემდეგ, რაც ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა და ევროპის ქვეყნების უმეტესობამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, ფრენები ათ ქალაქში დაემატა.

კომენტარები