არჩევნები 2020

გახარია: შეკრების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება. მაგრამ შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადივეს ტარება. როგორც არის დახურულ შენობებში, ასევე გახდეს ღია სივრცეებში.

ამიტომ, ყველას შეეძლება მოაწყოს რამდენი მიტინგიც უნდა, ოღონდ კანონის სრული დაცვით და შეიძლება პირბადით, ოღონდ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება. არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.

ასე პასუხობს კითხვას საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, შესაძლოა თუ არა, რომ არჩევნების შემდეგ კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეკრებები და მანიფესტაციები აიკრძალოს.

კომენტარები