ქართული ოცნება 2020

ანტიეკლესიურ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს - კობახიძე

ხვალინდელი დღე არის ქართული ოცნებისა და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე. ამ დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს სიყალბესა და ბოროტებას, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ პოლიტიკურ ძალას. ამ დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას. მხარს დაუჭერს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უყვარს სამშობლო. რომელიც სათანადო პატივს მიაგებს ეკლესიას, რომლისთვისაც უზენაესი ღირებულებაა ადამიანი, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, პოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი თუ პირადი შეხედულებებისა.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის შემაჯამებელ შეხვედრაზე.

კომენტარები