არჩევნები 2020

ნაცვლიშვილი: ყველა ოლქს იგებს ქართული ოცნება, რამდენიმეს, შესაძლოა, დასჭირდეს მეორე ტური

ქართული ოცნება დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში, ყოველგვარი კოალიციის გარეშე. სადღაც 57-დან 63%-მდე იღებს ყველა ავტორიტეტული, სოციოლოგიური კვლევით და ამას როგორც ქართული, ასევე მაღალი რეპუტაციის ინგლისური და ამერიკული კვლევები ადასტურებს. 

ყველა ოლქს ჩემი პროგნოზით, იგებს ქართული ოცნება, რამდენიმეს, შესაძლოა, დასჭირდეს მეორე ტური. არ დავკონკრეტდები. 

ქართული ოცნების PR-ის ხელმძღვანელმა და მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

კომენტარები