არჩევნები 2020

ივანიშვილი: ხმა მივეცი ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას

დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს განვითარების 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას.

მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თოთოეული ოჯახის კეთილდღეობას, და მთავარია, რომ ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას.

მე ვფიქრობ, რომ ეს ღირებეულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და, ვფიქრობ, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას.

მე მოვუწოდებდი ყველას, თავისი სინდისის, თავისი ოჯახის, თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე...

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ხმა მთაწმინდის ოლქში, N4 საარჩევნო უბანზე მისცა.

კომენტარები