არჩევნები 2020

ზურაბიშვილი: ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ

მე მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის.  

მე მივეცი ხმა ისე, როგორც ყველა მოქალაქე დღეს მისცემს ხმას, თავისუფლად, წყნარად, რამდენადაც შეიძლება მიცემთ საშუალებას. ამისთვის დიდი მადლობა. ახლა რაც ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მე შემიძლია, გესაუბროთ ასე წყნარად და ასე უნდა იყოს ყოველთვის. მე მგონი, ამას მივეჩვევით და ეს იქნება ჩვენი ძალიან ნათელი მომავალი. ჩვენ დღეს ხმას ვაძლევთ ყველანი იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზედაც ყველანი ჩვენ ვოცნებობთ და ეს არის ევროპული ქვეყანა, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ძალიან მშვიდად მოვიდეს აქ, დაცული არის ზომები, რომ ყველამ შეძლოთ მობრძანება და უბანზე ხმის მიცემა. ნურაფრის ნუ გეშინიათ, თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად და მე გისურვებთ, ხვალინდელ ქართულ საზოგადოების და სახელწიფოს დღეს...

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

კომენტარები