არჩევნები 2020

თალაკვაძე: 2016 წელთან შედარებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა გაზრდილია

უნდა ვთქვა, რომ 2012 წელს ქართულო ოცნებას ჰქონდა გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს არჩევნებში დაფიქსირდა, რადგან იყო არჩევნების გაყალბება, ზეწოლა მოქალაქეებზე და გახსოვთ, რომ ჩვენ შევძელით, გამარჯვება მოგვეპოვებინა და მშვიდობიანი ცვლილებების უზრუნველყოფა მომხდარიყო.

შესაბამისად, ეს არ იყო არჩევნები, რომელიც 2016 ან 2020 წლის არჩევნებს უნდა შევადაროთ, რაც შეეხება შემდეგ არჩევნებს, 2016 წელთან შედარებით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა არის გაზრდილი, ამას ყველა კვლევა ადასტურებს...

თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

კომენტარები