არჩევნები 2020

დეგნანი არჩევნებზე: დღეს არ არის ძალადობისა და დაშინების დრო

ცესკო-მ გაუწია ორგანიზება დღევანდელ არჩევნებს და ის არის პასუხისმგებელი და მის ადმინისტრირებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და ვიმედოვნებ, ხალხი საქართველოში პატივს სცემს ცესკო-ს მიერ შესრულებულ სამუშაოებს იმისათვის, რომ მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ უსაფრთხოდ და მშვიდად. მიღებულია დამატებითი ზომები კოვიდის წინააღმდეგ, რომ ხმის მიცემა უსაფრთხო იყოს. სხვადასხვა რეგიონში იმყოფება ჩვენი საელჩოს 75-კაციანი პერსონალი. ისინი აკვირდებიან საარჩევნო უბნებს. დღეს არ არის ძალადობისა და დაშინების დრო და ჩვენ დავაკვირდებით ამ მიმართულებით. მოვუწოდებთ ყველას ატარეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და მიეცით ხმა. თუ შეიძლება, მიდით არჩევნებზე.

ფორმულას თარგმანის მიხედვით თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ცესკო-ში მისვლის შემდეგ.

კომენტარები