არჩევნები 2020

კობახიძე: ალბათ, 350 000 ხმა იქნება ენმ-სი, 70-80 ათასი ევროპელების, მილიონზე მეტი ოცნება

ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდაჭერის თაობაზე და ეს მონაცემები, რაც გვაქვს ამ ეტაპზე, ადასტურებს იმას, რა სურათიც არის ზოგადად. 

რეიტინგები, თქვენ იცით, 55% და ზემოთ არის ჩვენი, რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, ალბათ, მაქსიმუმ 350 000 ამომრჩეველი არის ნაციონალების, 70-80 ათასი ალბათ ევროპული საქართველოს მაჩვენებელი, ეს არის მათივე კარდაკარის მონაცემები. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებზე. ეს არის ის სურათი, რომელსაც ადასტურებს 10 და 11 საათის მონაცემები. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის პროგნოზი, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

კომენტარები