არჩევნები 2020

კალაძე: მივმართავ ჩვენს აგიტატორებს, გააგრძელეთ ასე მუშაობა

მაღალ აქტივობაში ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი პარტიის წევრებს, ჩვენს აგიტატორებს, რომლებსაც, ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. აქვე, მინდა, საზოგადოებას განვუმარტო საარჩევნო უბნების მიმდებარედ ჩვენი აგიტატორების მუშაობა. ცალკეული მედიასაშუალებები ცდილობენ, ეს წარმოაჩინონ კანონდარღვევად. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ჩვენ აგიტატორებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რა თქმა უნდა, გააგრძელეთ ასე მუშაობა. ეს არ არის კანონდარღვევა და შეგიძლიათ, გააკეთოთ ის, რასაც ამ წუთამდე აკეთებდით.

ამომრჩეველთა სიები ცესკოდან მიღებული აქვს ყველა საარჩევნო სუბიექტს და უბნების მიმდებარედ ყველა პარტია აწარმოებს იმავე ტიპის სამუშაოებს.

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე.

კომენტარები