არჩევნები 2020

ილია II: მივმართავ მომავალ ხელისუფლებასა და ოპოზიციას - ითანამშრომლონ ერთმანეთთან

მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. ვისწავლოთ მოსმენის კულტურა. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო. 

თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის შემდეგ. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა.

კომენტარები