არჩევნები 2020

სამადაშვილი: დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ოპოზიციას უკვე მოგებული აქვს

ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, ზუსტად უტყუარი საბუთია იმის, რომ ამ არჩევნებს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი აგებს. ამიტომ, ვისაც ჯერ კიდევ არ მიგიციათ ხმა, ისარგებლეთ თქვენი ხმის უფლებით, კიდევ გრჩებათ დრო. ყველას მოვუწოდებ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე, რადგან ეს არჩევნები ოპოზიციას, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მოგებული აქვს. მაგრამ ყოველ ხმას აქვს მნიშვნელობა. სწორედ ამიტომაა, რასაც ვხედავთ, რომ თავს ესხმიან პირდაპირ [...]

დღეს ხელისუფლების ინტერესშია პროვოკაციების მოწყობა, როგორც იმ პოლიტიკური ძალის, რომლიც ამ არჩევნებს ძალიან დამაჯერებლად წააგებს. ესაა უკანასკნელი კუდის მოქნევა ქართული ოცნების და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების. ჩვენ ვხედავთ, რა ხალხია მობილიზებული უბნებთან. რა მეთოდებით ცდილობენ ისინი მოქალაქეების დაშინებას. ვხედავთ მოსყიდვის ფაქტებს.

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები