არჩევნები 2020

სააკაშვილი: ესაა ჩემი საგანგებო მიმართვა, "ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა

ესაა ჩემი საგანგებო მიმართვა, ახლა ვუყურებ ყველა ციფრს, მომდის საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები, ეგზიტპოლები და მინდა გამოგიცხადოთ, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი დამთავრდა.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი საარჩევნო უბნებზე მივიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად ნაკლები მათთვის და მაქსიმალურად მეტი ოპოზიციისთვის. 

ჩვენ, ქართველმა ხალხმა, უკვე უნდა გადავიბაროთ ქვეყანა და ყველამ ერთად დავიწყოთ ახალი საქართველოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე.

ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია. ძალიან მაგრად მიდის საარჩევნო პროცესი... მოგებული გვაქვს ეს არჩევნები, ქართველ ხალხს.

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები