არჩევნები 2020

ახვლედიანი: მჯერა, საქართველოში იწყება ახალი ცხოვრება, ეს ისტორიული დღეა

დღეს ჩემი ხმა უერთდება ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქის ურყევ ნებას, რომ საქართველოში დასრულდეს თვითმარქვია პოლიტიკოსების სამარცხვინო ეპოქა და ჩვენ დავიწყოთ ერთხელ მაინც პოლიტიკა, რომელიც იქნება სამართლიანი, ადამიანური და უზენაეს ფასეულობებზე დამყარებული.
როცა გამარჯვებული არ ყოფს საზოგადოებას თავისიანებად და უცხოებად, მტრებად, არამედ არის არჩეული განსაზღვრული ვადით, შეკვეთით და არის მთელი ქვეყნის ხმა. მე ამ პოლიტიკას ვაძლევ ხმას, არჩევანს ვაკეთებ ამის სასარგებლოდ და მჯერა, რომ საქართველოში იწყება ახალი ცხოვრება, ეს ისტორიული დღეა.
მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყანა მისია, ყველა რესურსი მისია და მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი საზოგადოება, აი, ეს მთავრდება დღეს. მე მჯერა, რომ დღეს ბოლო დღეა ამ არანორმალური ვითარებისთვის. 

ამბობს ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი.

კომენტარები