არჩევნები 2020

ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, "დათვლილი ადამიანებისგან" ოცნებას უსიამოვნო სიურპრიზი ექნება

ხელისუფლება იმ დონეზეა მისული, რომ აღარც ელოდება არჩევნების შედეგს, წინასწარ აანონსებს, რამდენი ხმა აქვს. ეს არის მორიგი უპატივცემულობა საზოგადოების და იმის გამოხატულება, რომ ჰგონიათ, ფულის დარიგებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ზეწოლით, შეგიძლია, ადამიანი წინასწარ დათვალო, ვის აძლევს ხმას.

ასეთი დათვლილი ადამიანებისგან დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი. იმიტომ, რომ საზოგადოებას ამ ქვეყანაში უნდა ცვლილებები, მთავრობა, რომელიც წინასწარ ამბობს, რომ ფულის დარიგების, ზეწოლის და დაშინების შედეგად მას აქვს გარანტირებული ხმები, ამ ხმებს გარანტირებულად ვერ მიიღებს...

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე.

კომენტარები