არჩევნები 2020

ჟვანია: ცესკო ემსახურება ხალხს და არა – პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს

არასერიოზულია შეფასებები, თითქოს გზაში ვიღაცა რაღაცას ცვლის, იქნება ეს საოლქო თუ საუბნო, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია, განვითარებული საქართველოს ისტორიიდან არის წაშლილი.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცესკო ემსახურება პირველ რიგში ხალხს და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს არ მოემსახურება.

ცესკო დათვლის შედეგებს ზუსტად, ზუსტად ისევე, როგორც ითვლიდა.

მე მახსენდება წინა არჩევნები, როდესაც იგივე პოლიტიკური სუბიექტები ჩვენ ბრალს გვდებდნენ არჩევნების შედეგების თითქოსდა შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი შედეგი იყო ერთი-ერთში ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი და არასამთავრობო, მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები წლებია, ერთ-ერთში ემთხვევა ცესკოს შედეგებს

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ბრიფინგზე. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები