არჩევნები 2020

მარგველაშვილი: ოცნებამ ვერ შეძლო ის, რაც ენმ-მ 2012 წელს, მარცხის აღიარება

2012 წელს ვინც გავიმარჯვეთ და ვისაც გვეგონა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ აღიარებდა გამარჯვებას, ეს ხალხი დღეს ვუყურებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო ის, რაც ნაციონალებმა შეძლეს 2012 წელს - იმის აღიარება, რომ მათ არ აქვთ ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ნაციონალებმა შეძლეს და თვალი გაუსწორეს იმას და თქვეს, რომ ქართველმა ხალხმა დღეს ზურგი მოგვაქცია. როგორ ვერ უნდა იპოვნო საკუთარ თავში იმის ძალა, რომ მარცხი აღიარო. მე ეს მოლოდინი არ მქონდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ მან მაშინ ამის გაკეთება შეძლო.

კომენტარები