არჩევნები 2020

ომბუდსმენი: დარღვევის მასშტაბი, რაზეც ISFED-ი საუბრობს, არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს

ყველაზე საინტერესო იყო სამართლიანი არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები, რომლის თანახმადაც, უბნების 8%-ის შემთხვევებში შემაჯამებელ ოლქებში ბალანსი არ ჯდება და არ ჯდება იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად უფრო მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში, ვიდრე მისული ამომრჩევლების რაოდენობა იყო, ანუ ხელმოწერების რაოდენობა სიაში.

აუცილებლად ამ საკითხებს მათ [ცესკომ] უნდა გასცენ დასაბუთებული პასუხი.

დარღვევების ის მასშტაბი, რაზეც სამართლიანი არჩევნები საუბრობს, ნამდვილად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე და ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს დატოვებს პროცესის სამართლიანობის მიმართ...

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთავარ არხთან. სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ - 26.4%, ევროპელები - 3.7%. ცესკოს მონაცემებით კი, მმართველ პარტიას 48.15% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშია-ს - 27.14%, ხოლო ევროპულ საქართველოს - 3.78%.

კომენტარები