არჩევნები 2020

სანიკიძე: მრავალფეროვანი საქართველო არ გამოგვივიდა, იქნება შავი და თეთრი – ჩვენ და ისინი

ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ამ რეჟიმში, სხვადასხვა მიმართულებით. სამწუხაროდ, მრავალფეროვანი საქართველო არ გამოგვივიდა, ახლა გამოდის ორფეროვანი, შავი და თეთრი იქნება უკვე - ჩვენ და ისინი, საქართველო და საოკუპაციო რეჟიმი.

ამიტომ, ოპოზიცია ვართ ინტენსიურ კონსულტაციებში, სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავებთ, ეს იქნება საგარეო მიმართულება საყოველთაო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ქვეყნის შიგნით პირველი მთავარი ნაბიჯი გადაიდგა, რომ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა. აუცილებლად დავგეგმავთ აქციებს და უახლოეს პერიოდში მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვმოქმედებთ ქართველ ხალხთან ერთად...

გუბაზ სანიკიძე ძალა ერთობაშიას ბრიფინგზე. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს და პარლამენტში არ შედის.

კომენტარები