არჩევნები 2020

თალაკვაძე: ენმ-ის ლოზუნგია — არჩევნებში სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, დემოკრატიული არ არის

ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, რომლის მთავარი ლოზუნგია - არჩევნებში სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ არის დემოკრატიული. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, შესაბამისად, მათ მიერ მართული ცალკეული პროცესები. 

გუშინ ჩვენ ვნახეთ ცესკოსთან აქცია, სადაც მოქალაქეები ქვებს ურტყამდნენ ცესკოს წინ აღმართულ კარს. ჩვენ არავის არ მივცემთ საშუალებას, ხელისუფლება არ დაუშვებს დემოკრატიაზე თავდასხმას. საქართველოში გადაწყვეტილებას საზოგადოება იღებს მხოლოდ არჩევნების გზით. თუ ვინმეს აქვს პროტესტის სურვილი, ამისთვის არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ფარგლები, ამ კანონმდებლობას ვერავინ ვერ გასცდება. 

დემოკრატიაზე თავდასხმა არჩევნების შედეგებზე თავდასხმა არის, პირველ რიგში, საქართველოში რუსეთის ინტერესებში და მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვთხოვ, დაფიქრდეს ამაზე, რას ემსახურებიან ის რადიკალური პარტიები, რომლებიც ამ სცენარს უჭერენ მხარს...

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები