არჩევნები 2020

კობახიძე: როდესაც რევოლუციურ სცენარებს აანონსებ, ბუნებრივია, ლარის კურსზე ახდენს გავლენას

როდესაც შენ აანონსებ რაღაც რევოლუციურ სცენარებს, არეულობებს და უბედურებას, ეს, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ლარის კურსზე. მაგრამ, ეს რამდენიმე დღის საქმეა. 2-3 დღეში მიხვდება ქართული საზოგადოება, რომ არავითარი თავი მათ რევოლუციური სცენარის განხორციელების არ აქვთ. ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ...

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ეროვნული ბანკის ახალი კურსის მიხედვით, ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 4.2 თეთრი, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრი დაკარგა.

კომენტარები