ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ოპოზიციას: ნუ შეუწყობთ ვირუსის გავრცელებას ხელს, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის

მინდა, ვთხოვო ჩვენ მოსახლეობას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩართულია პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის დღეს.

სოციალური დისტანცია რჩება ყველაზე ეფექტურ იარაღად ვირუსთან ბრძოლაში და, შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე, ბოლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, ისინი იბრძოლებენ. ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობას და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები