არჩევნები 2020

კიკაბიძე: აქციაზე უნდა გამოვიდეს ყველა, თორემ ივანიშვილის ავტომატიანი რუსი მეგობრები მოვლენ

დღეს გამახსენდა 10-12 წლის წინ გამოსული ჟირინოვსკის სიტყვები, საქართველო დავაქუცმაცოთ, გავაკეთოთ გუბერნია და ეს პრობლემა მოხსნილი იქნებაო. ჟირინოვსკის მაყურებელია პუტინი, ჩვენი მაყურებელი გამოდის პარლამენტის დირექტორი - ივანიშვილი. სულში ჩაგვაფურთხა, მაგის იქით, მგონი, აღარაფერი კეთდება. რაც გასაფუჭებელი იყო ყველაფერი გააფუჭეს, ამიტომ უნდა მოვიდეს ყველა [აქციაზე] ვისაც სიარული შეგვიძლია, ვისაც მოძრაობა შეგვიძლია, თორე ის დროც მოვა, რომ ავტომატიანი რუსებიც მოვლენ, ბიძინას მეგობრები და მაშინ უკვე გვიანი იქნება. 

ამბობს ენმ-ძალა ერთობაშიას პარტიული სიის პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძე, მთავარი არხის ეთერში. ხვალ, 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით საერთო აქციას გამართავენ.

კომენტარები