კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე გვარამიაზე: ვიღაცისგან წიხლი არ არიო საწყენიო, ასე შევუთვლი

დაგვანებეთ რა, ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ იკადრა პირადად ჩემდამი, მე მას პასუხს არ ვცემ, სულ ცდილობენ, რომ როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ, არა, ბატონებო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ, არ ვერევი ამ თქვენს პოლიტიკურ საკითხებში, არ ვცემ, იმიტომაც გავეცი გუშინ, ზუსტად პოლიტიკური ქვეტექსტით დამისვეს კითხვა - რა უნდა მეთქვა, არ გავეცი ამაზე პასუხი.

მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა, იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას, ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ, იცით - ვიღაცისგან წიხლი... ხომ? არ არიო საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ, ასე შევუთვლი დღეს, რაც მან გუშინ საღამოს იკადრა ჩემ მიმართ.

ვაფიქსირებ, ბატონო, არ ვერევი პოლიტიკაში, ნუ მაძლევთ ამ კითხვას, განა არ შემიძლია? შემიძლია, რა თქმა უნდა, მე ხომ მაქვს პოლიტიკური სერიოზული გამოცდილება, დიდი ხნის, მაგრამ დღეს მე ვარ აპოლიტიკური აბსოლუტურად პიროვნება, ჩემთვის მთავარია ქვეყანა, ჩემთვის მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამისთვის ვდგავარ და ამ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას ვახმარ ამას, ამიტომ პოლიტიკაში არ ვერევი და არ ვუპასუხებ ამ კითხვას...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ მის პოლიტიკაში ჩართვას ცდილობენ. ამირან გამყრელიძის აზრით, სწორედ ამიტომ დაუსვა მთავარმა არხმა კითხვა, რომელიც ცესკოსთან საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლას ეხებოდა.

კომენტარები