არჩევნები 2020

მოქალაქე: გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი, ძლიერმა წნევამ ამაგდო და დამაგდო სახით

ისე განვითარდა მოვლენები, არავინ არ ელოდა, რომ ჭავლს გამოიყენებდნენ. არავინ არსად არ შერბოდა და არავინ კანონსაწინააღმდეგოს არ აკეთებდა და ყველანაირი გაფრთხილების გარეშე წამოვიდა წყლის ჭავლი. მოძრაობაში ის მახსოვს, რომ ძლიერი ნაკადი მომხვდა სახეში და ზურგის მიდამოში და ამაგდო ამ ძლიერმა წნევამ და დამაგდო სახით. შემდეგ მომიტინგეები მომეხმარნენ და მერე გავიგე, რომ ერთი თვალიდან საერთოდ ვერ ვხედავდი და მქონდა ძლიერი ტკივილი. 

ყოფილი ძალოვანი ვარ, აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, დაჭრილი, მეორე ჯგუფის ინვალიდი და მე უბრალოდ მრცხვენოდა მათ გამო. ასე საკუთარ ხალხს არ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურა...

ტელეკომპანია პირველთან ამბობს მოქალაქე ზაზა გუგავა, რომელსაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე თვალი დაუზიანდა. სპეცრაზმმა ცესკოსთან აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გაუფრთხილებლად გამოიყენა.

კომენტარები