არჩევნები 2020

დეკანოიძე: არ ვაპირებ ივანიშვილის და მისი დამქაშების ჰაერში გასროლილ კანონებს დავემორჩილო

მე პირადად არ ვაპირებ, დავემორჩილო ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების ზეპირად, ჰაერში გასროლილ რაღაცა კანონებს. ცქიტიშვილს მოუნდა, გამოდგა და ილაპარაკა, სად წერია, რითია გამყარებული ან რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მაინტერესებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ შეზღუდონ ადამიანების ნება...

ამბობს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი, ხატია დეკანოიძე. დღეს საღამოს 10 საათიდან გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითთათვის, ასევე ავტომობილებისთვის დილის 5 საათამდე, მაგრამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მაინც გაიმართება.

კომენტარები