არჩევნები 2020

ხვიჩია: ჩაშლილ დიალოგზე საუბარი გადაჭარბებულია, ალბათ ლაპარაკი იყო მომავალ დიალოგზე

"მე ვფიქრობ, ჩაშლილი დიალოგის შესახებ საუბარი, მინიმუმ, გადაჭარბებულია, შესაძლოა, საუბარი იყო მომავალ დიალოგზე, მაგრამ ის, რომ დიალოგი იყო და ჩაიშალა, ასეთი ამბავი რომ ყოფილიყო, ალბათ, გავიგებდი. მაშინ უნდა გვითხრას, ვინ ჩაშალა და ვინაა ამაში დამნაშავე.

მე რომ მქონოდა ინფორმაცია ვინ ჩაშალა დიალოგი, ამას აუცილებლად ვიტყოდი. მე არ მესმის დიპლომატიური ენა, როგორც ჩანს, ვუსმენდი გრიგოლს, მაგრამ ყველაფერი ვერ გავიგე.

თუ ვიღაცამ ჩაშალა, საინტერესოა, ვინ ჩაშალა, ასე ყველაფერი შემიძლია, დავჯდე და ვთქვა... 

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას რუსთავი2-ის ეთერში ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

კომენტარები