გამყრელიძე: იყო კრიტიკა, COVID-19 იღვიძებს 22 საათზეო? არა, სამეცნიერო მტკიცებულებაზეა დამყარებული

ხშირად იყო ამაზე კრიტიკა, რომ, რა, კორონა იღვიძებს 22 საათის შემდეგ და დილას იძინებს 5 საათზე? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი არის სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული, რომ სწორედ ამ ტიპის შეზღუდვა, დაახლოებით, 30%-ით 2-კვირიან ინტერვალში ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები