არჩევნები 2020

ჯაფარიძე: შეხვედრა უკვე წარმატებაა იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან 4 წელია არ მილაპარაკია

ასეთი შეხვედრა რომ დგება, ჩემი აზრით, არის უკვე წარმატება, იმიტომ, რომ მე პირადად ასეთი პრობლემა მაქვს – ხელისუფლების წარმომადგენლებთან 4 წელია, არ მილაპარაკია არსად.

თქვა გირჩის ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები