ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინფიცირებულის ცხედრის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა უსაფრთხოა

ინფიცირებულის ცხედრის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ერთადერთი არის ის, რასაც ხშირად ვამბობთ, ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს შეკრება სასიხარულო, თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები