კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ გეტყვით, რომ პირბადით იაროთ

დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ, როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია, რაო, სოფელში და ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას, დამერწმუნეთ. არავინ გეტყვით, ტყეში თუ მარტო მიბრძანდებით, რომ პირბადით იაროთ. ჩემს სოფელში დღეს ერთი გლეხი ცხოვრობს და იმას არავინ ეტყვის, იარე პირბადითო, მაგრამ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, რუსთავში - ყველგან უნდა ვიაროთ პირბადით...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები