კორონავირუსი და არჩევნები

გამყრელიძე: არჩევნების პერიოდი რომ არ იყოს, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება შეგვეძლებოდა

დღეს რთული მდგომარეობაა. ზოგადად ქვეყანაში ვუყურებთ ეპიდსიტუაციას , ამას ემატება პოლიტიკური პროცესი, რაც მიმდინარეობს. დარწმუნებული იყავით, დღეს პოლიტიკური პროცესი რომ არ იყოს, ანუ რომ არ ვიყოთ არჩევნების პერიოდში, ბევრი რამის უფრო აქტიურად გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი.

ამიტომაც, ბევრჯერ მოისმინეთ ჩემი მოწოდება, იგივე პოლიტიკოსების მიმართ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიება პირბადესა და დისტანციასთან ერთად გახლავთ არადიდი თავყრილობები, რომელიც ზრდის ინფექციის გავრცელების რისკს...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები