არჩევნები 2020

ხოშტარია: მმართველი გუნდის დიალოგი ოპოზიციასთან ხალხის აქტიურობის შედეგია

თავისთავად დიალოგი, ის, რომ მათ [მმართველ პარტიას] მოუწიათ მოსვლა და დაჯდომა ოპოზიციასთან, არის ხალხის დამსახურება, პატარა მაგრამ უკვე ხალხის აქტიურობის შედეგი. როდესაც აქციაზე ჩვენ საერთო ოპოზიციური განცხადება გავაცანით ხალხს, ვუთხარით, რომ ამ სამ საკითხზე – ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები და ახალი ადმინისტრაცია, ის კი არ იყო, რომ ვიღაცამ დაგვიძახა დიალოგზე, ხალხმა მოითხოვა დიალოგი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. 

ისინი უყურებდნენ, თუ ჩაცხრება სიტუაცია, მაშინ შეიძლება, საერთოდ არც კი დამსხდარიყვნენ ამ დიალოგზე.

თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში. შეგახსენებთ, 12 ნოემბერს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, არჩილ თალაკვაძესა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა დაილოგის დაწყებისა და პოზიციების შესაძლო დაახლოებაზე ისაუბრეს.

კომენტარები