დღეს იყო გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები, ვიდრე წინა. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა. კარგი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორსაა ჩვენი პოზიიცები და არ მომხდარა პოზიციების დაახლოება, ჩვენ ძალიან მტკიცედ ვართ ჩვენს პოზიციაზე, ქართული ოცნებაც ძალიან შორისაა თავისი პოზიციით ჩვენგან. მაგრამ ერთი, რაზეც შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი შეხვედრის კიდევ ერთი რაუნდი იქნება. დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია, შეხვედრა და მოალაპრაკება გაგრძელდება.
tbl.ge/58jx
დაკოპირდა
თქვა პარტია მოქალაქეების თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
არჩევნები 2020ალეკო ელისაშვილიპარტია მოქალაქეებიშეხვედრა ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორისკელი დეგნანიევროპული საქართველომოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო