შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი: ერთი შეიძლება დავუფასოთ ივანიშვილს, გაუერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა

თქვენი დანახვით დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მალე ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმისგან ამ ქვეყანაში არაფერი აღარ დარჩება და საქართველო იქნება გამარჯვებული სამარადჟამოდ. ალბათ, 30 წლის უკან, როდესაც აქ სულგანათებულნი ზვიადი და მერაბი ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მიტინგებს ატარებდნენ, ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ქართველ ხალხს მოუწევდა არა გარეთ, არამედ შიდა დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ისეთი მუხტია ამ ადგილას და, რაც მთავარია, თქვენს დაუმორჩილებელ გულებში, რომ ვერანაირი შიდა და გარე დამპყრობელი ვერ გაგვიწევს წინააღმდეგობას მანამ, სანამ ასე ერთად ვიქნებით, ხალხო. ჩვენ შეიძლება ერთადერთი დადებითი დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს, გაუერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა. მაგრამ, ეს თავისდაუნებურად მოუვიდა, არ ელოდა. ფიქრობდა, რომ ჩვენ გავაგრძელებდით ერთმანეთის დაჭმას, როგორც წესი და რიგია ქართულ სინამდვილეში და ამასობაში ის ბოლს გადაიქცეოდა მეფე ბიძინ პირველად. მაგრამ, გადაიქცა უკანასკნელ პოლიტიკოსად, რომელმაც თავი შეაძულა არამარტო საკუთარ ხალხს, თავისი სიცრუით, მტაცებლობით, არაჰუმანურობით, არამედ თავისი სახე დაანახვა მთელ მსოფლიოს და ეს სახე მალე მიუღებელი იქნება მთელი სამყაროსათვის. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო, ლამაზებო და განუმეორებლებო, მადლიერნი ვართ ჩვენი მეგობრების, ჩვენი ელჩების, რომლებიც წუხან ჩვენი პრობლემების გამო, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, დღესაც იყო შეხვედრა, გუშინაც, ხვალაც გაიმართება, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაფერს წყვეტს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და წყვეტს აქ! ხოლო ამ რეჟიმმა თავისი, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულებრივი დამოკიდებულებით ხალხისადმი, უზნეო დამოკიდებულებით -  ხდება ისტორიაში, რომ რეჟიმი მოდის სამხედრო გზით, გადატრიალებით, სისხლით და ხალხი ვერ უძლებს წინააღმდეგობას და არიან რამდენიმე წელი, ფრანკო 40 წელი იყო, პინოჩეტი 30 - მაგრამ ეს სიყვარულით მოიყვანა ხალხმა და ხალხს სულში ჩააფურთხა და ხალხის ამას არ აპატიებს არასდროს. 

თქვა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე.

კომენტარები