არჩევნები 2020

კალაძე აქციაზე: ვინც კანონს გასცდება, შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება მოჰყვება

რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის აყვანილი უმაღლეს დონეზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გაბედავს, ადამიანებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ან დააფიქსიროს სხვადასხვა ფორმით თავიანთი შეხედულება პოლიტიკურ საკითხებზე.  

მაგრამ, ვინც კანონს გასცდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და არავის არ ეპატიება, თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები. 

სააკაშვილი დღევანდელი გადმოსახედიდან გახლავთ პოლიტიკური წარსული.

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

კომენტარები