არჩევნები 2020

სააკაშვილი: "არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა" – სუს-ის ლოზუნგია

"ეს არის სუს-ის ლოზუნგი, სუს-ის ლოზუნგებით ნუ მელაპარაკებით. ეს არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი. ეს არის, რომ, აი, თითიც არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვა არაფერი არ გამოვა - სუს-ის ლოზუნგი. მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ პირდაპირ იმათი შემოგდებული და იმათი ლოზუნგების გადამღერებელი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკ ჩართვაში ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც მოქალაქე ინდირა ფრუიძე ჩართვას ამ ლოგუნგით გამოეხმაურა.

კომენტარები