არჩევნები 2020

ბოკერია: მოლოდინები კი არა, ამოცანები უნდა გვქონდეს

ამის შემდეგ ივანიშვილი რამდენს გარისკავს, რომ ეს კატა-თაგვობანა ეთამაშოს ქართულ საზოგადოებას და თავისუფალ სამყაროს... ამ შემთხვევაში წინა სტუმარს, მამუკა ხაზარაძეს უნდა დავეთანხმო – ანალოგია მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ სწორია გახსენება, როგორ იქცეოდა [ივანიშვილი] პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, გახსოვთ ხო, თავის კლოუნების ერთი პლეადა გაგზავნა, დაპირდნენ, შემდეგ გადაგდება სცადა. ანუ ამ რეზინას წელავს. გარისკა. ოღონდ შეიძლება გაუწყდეს ეს რეზინა, ეს მოუვიდა იანუკოვიჩს. ძალიან სარისკო თამაშს თამაშობს როგორც მისთვის პერსონალურად, ასევე, ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ესე მოხდეს, იმიტომ რომ, ქვეყნისთვის ეს ძალიან სარისკოა. ეხლაც შეიძლება გაწელოს ეს რეზინა და ამიტომ თქვენ, რომ მკითხეთ რა მოლოდინი გაქვთო?– მე ის კი არ მითქვამს, რომ მოლოდინები არა მაქ, ამოცანები უნდა გვქონდეს. და დიახ, თუ მაინცდამაინც პროგნოზზეა ლაპარაკი, მე მგონია, რომ ივანიშვილი განწირულია. ოღონდ მისი განწირულობა ჩვენ უნდა დაგვიჯდეს ნაკლებ ფასად, საკმარისი ფასი გადაიხადა ამ ქვეყანამ მისი [ივანიშვილის] მავნებლობის შედეგად...

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით შემქნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კომენტარები