არჩევნები 2020

სააკაშვილი: ყველაფერს შვებიან, რომ ვერ ჩამოვიდე, საჰაერო სივრცეს კეტავენ, განაჩენს მიმატებენ

მე მიმაჩნია, რომ ეს არის შემოგდებული, იმიტომ რომ მიშას გარეშე არაფერი არ გამოვა ეს ნიშნავს, რომ მანდ მთავარი სიტყვაა - არაფერი არ გამოვა. ამას ამბობს ბევრი პატივცემული კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მე მათ ვეკამათე. მეგობრებო, თბილისის ქუჩებში დადიხართ და ატარებთ ლოზუნგს - მიშას გარეშე არაფერი არ გამოვა, მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ეს იმათ აწყობთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ მე მანდ ვერ ჩამოვიდე - ხან საჰაერო სივრცეს კეტავენ, განაჩენებს მიმატებენ, სპეცრაზმის მობილიზაციას ახდენენ, რომ როგორც კი გამოვჩნდები, 5 წუთში ამწიონ ჰაერში და მერე ვერც დაგელაპარაკებით ასე. ეს გაწყობთ თქვენ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook Live-ში უპასუხა კითხვას, თუ რატომ თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ "არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა" სუს-ის ლოზუნგია.

კომენტარები