არჩევნები 2020

გახარია: დარწმუნებული ვარ, ყველა პარტია მოიქცევა ისე, როგორც ქართველ ამომრჩეველს ეკადრება

21 ნოემბერს ქვეყანაში იქნება არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში და, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად პროცესები დაბრუნდეს ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოებში და ფორმალურ სამართლებრივ პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მაშინ, როდესაც 31 ოქტომბერს მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში ერთობლივად. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ეს პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს და იმ მოლოდინებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა...

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

კომენტარები