ახალი კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, რა დოზით შეეხება ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ

იცით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მასშტაბურ ლოქდაუნს ქვეყანაში, ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ვმართოთ თუნდაც ასეთი გაზრდილი გამოვლინებები ეპიდემიის და, ამავდროულად, ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი, პირიქით, შევინარჩუნოთ და გაჯანსაღების ტენდენციას მხარი დავუჭიროთ. მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის გახდება ცნობილი.

ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები