არჩევნები 2020

მდინარაძე: სააკაშვილის როლი იმ პარტიების ბულინგია, რომლებიც, ვფიქრობ, პარლამენტში შემოვლენ

სააკაშვილის როლი არის იმ სხვა ოპოზიციური პარტიების ბულინგი, რომლებიც, მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ კონსტრუქციულ დიალოგში შემოვლენ და შემოვლენ ასევე პარლამენტშიც, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან, როგორც მათ მოუწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გააგრძელებენ ოპონირებას და იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე. 

სააკაშვილზე შემიძლია დავამატო, რომ ეს ადამიანი, - ახალი ამბავი არ არის, - უტევს დასავლურ ღირებულებებს - ხან კოლონისტებს ეძახის, ხან შეურაცხყოფას აყენებს და აბრალებს რაღაცებს ჩვენი დასავლური მისიების წარმომადგენლებს, მათ შორის. ეს არის გაგრძელება იმ რუსული საქმისა, რასაც ის თავისი ხელისუფლების პერიოდში ახორციელებდა.

ამბობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

კომენტარები