აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ტრამპი: პენსილვანიაში ამომრჩეველთა სიაში 20 000 გარდაცვლილი ადამიანი იყო შეყვანილი

თაღლითობის მტკიცებულებები იმატებს - მათ შორის, პენსილვანიაში ამომრჩეველთა სიაში 20 000 გარდაცვლილი ადამიანი იყო შეყვანილი - მრავალი ათასი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ხმების ხელოვნური რაოდენობაა. 

წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნების ხმების დათვლის პროცესი და ოფიციალური შედეგები ჯერაც არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად ამისა, ამერიკული მედიების დიდმა ნაწილმა წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვებულად გამოაცხადა ჯო ბაიდენი, რომელმაც უკვე დააგროვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ელექტორალური კოლეგიის 270 ხმა. ტრამპი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს.

კომენტარები