არჩევნები 2020

კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებზე: როცა ქმარი სცემს ცოლს, მეზობელს ხომ არ ვეყრდნობით

ჩვენ ხომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ, ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხო არ შეიძლება ჩვენ მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ, როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს, მაგალითად. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც ვიღაც აწვდის ინფორმაციას. მთავარი არის ფაქტი - მთავარი ხომ ის არის, ქმარმა ცოლს სცემა თუ არა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია. ეს რას ნიშნავს? მე გეუბნებით იმას, რომ ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არ არის?

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, კითხვაზე, თუ ყველაფერი კარგად არის გადათვლის პროცესში, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში რატომ არის ამდენი კითხვის ნიშანი. კობახიძის თქმით, "თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია“.

კომენტარები