არჩევნები 2020

დეგნანი: კარგი ნიშანია, რომ პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას

ძალიან კარგი ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი თანხმდებიან, ეს არ არის აშშ-ს ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი – ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ.

ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა გადასაწყვეტია...

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი მივიდა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე შეხვედრები მიმდინარეობს. გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი.

კომენტარები