არჩევნები 2020

კალაძე: ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის, აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევ იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით.

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ბრიფინგზე. ხვალ, 21 ნოემბერს, ქვეყნის მასშტაბით 17 ოლქში მეორე ტური იმართება, რომელშიც მხოლოდ ქართული ოცნება მონაწილეობს.

კომენტარები