არჩევნები 2020

კალაძე ოპოზიციაზე: დიდი უპასუხისმგებლობაა ქუჩაში დგომა და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლის

მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რომ მათ იმუშაონ პარლამენტიდან. შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლის/

დიდი იმედი მაქვს, იმ ოპოზიციაშიც არის ადამიანები, ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არის კონკრეტული... არ არის საჭირო ამის ჩამოთვლა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს...

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ არაღიარებულ მეორე ტურის შესახებ. კომენტარი TV პირველის LIVE-იდან არის აღებული. ტაბულა მეორე ტურს ფარსად მიიჩნევს და მას არ აშუქებს.

კომენტარები