ბოკერია: პარლამენტში შესვლა არ შეიძლება – რომ ლუკაშენკოს ბელარუსის ამბავი არ მოხდეს

იმისთვის, რომ არჩევნებს ჰქონდეს აზრი და სხვა, ქვეყნისთვის უფრო სახიფათო სახით არ მოხდეს ხალხის პროტესტი, რაც აუცილებლად მოხდება დიდი ალბათობით - იმიტომ, რომ ამის შემდეგ არის ორი ალტერნატივა - უხეშად რომ ვთქვათ, ან იანუკოვიჩის უკრაინა, ან ლუკაშენკოს ბელარუსი წლების წინ. ორივე, განსაკუთრებით, ლუკაშენკოს ამბავი, ტრაგიკულია ქვეყნისთვის, ნიშნავს, რომ საზოგადოების ნება ტყდება დიდი ხნით - გარდატეხა ხდება, იმიტომ, რომ ბელარუსიც არ იყო კატასტროფული 90-იან წლებში, ვისაც ახსოვს, იცის, რომ უკრაინაზე წინ იყო პოსტსაბჭოთა პერიოდში. მაგრამ, შემდეგ მოვიდა კაცი, რომელმაც გატეხა საზოგადოების და პოლიტიკური კლასის ნება ნაბიჯ-ნაბიჯ რეპრესიებითა და არჩევნების გაყალბებით და დღემდე ფასს იხდის ეს ქვეყანა და ეს ხალხი, რომელიც ევროპის შუაგულშია. ახლაც იბრძვის, შედეგი არ არის მიღწეული. დიდი ფასი აქვს ქვეყნისთვის, თუ შეეგუები, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს.  

მეორე გზა არის ასევე ტრაგიკული მსხვერპლის ფასად უკრაინაში იანუკოვიჩის, ამ ქვეყნის მოღალატის, დამარცხება. ოღონდ, სისხლის ფასად. ორივე, და განსაკუთრებით პირველი, არის ტრაგიკული. სწორედ იმისთვის, რომ არც იანუკოვიჩის ამბავი გახდეს საჭირო და, მით უმეტეს, პირველი ამბავი არ მოხდეს, თაობები და მომავალი არ შეეწიროს ამ ამბავს, ამ არჩევნების კურთხევა არ შეიძლება - რომელშიც ივანიშვილმა, ამ სამარცხვინო ოლიგარქმა, გადაწყვიტა, რომ ის სანამ არ იტყვის, მნიშვნელობა არ აქვს, უმრავლესობას უნდა თუ არა. ამიტომ არ შეიძლება ამ პარლამენტში შესვლა. 

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მთავარის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები