არჩევნები 2020

ელისაშვილი: "ოცნება" ზურნა-დუდუკით და დაფთაფებით ვერ ჩაატარებს სხდომას, წავალ საჩხუბრად

ჩემს მხარდამჭერებთან ერთად დავირაზმები, წავალ საჩხუბრად, რომ ზურნა-დუდუკით და დაფთაფებით არ ჩაატარონ. ვიღაცას კი არ ვემუქრები, უბრალოდ მართლა დიდი უპასუხისმგებლობაა კრიზისის ასე გაჭიანურება, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კრიზისის ფონზე.

წალეკილია, ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს. ღიად აკრიტიკებენ უკვე ჯანდაცვის მინისტრს და პრემიერმინისტრს, რომლებიც ღიად დადიოდნენ თავაღერილები მთელი 8 თვე და ჭკუას არიგებდნენ დანარჩენ მსოფლიოს, რა მაგარი კრიზისმენეჯერები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ არაფერი გაუკეთებიათ. სხვას არ ჰკითხეს, თვითონ არ იცოდნენ. 

ქართული ოცნების ჯერია, თუ უნდათ, რომ ეს კრიზისი დასრულდეს და პანდემიაზე, დანგრეულ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, გადმოდგან ეს ნაბიჯი, მოვიდნენ კონკრეტული წინადადებით. 

დიალოგში რომ ვმონაწილეობთ, ვგულისხმობთ, რომ მათგან კომპრომისს და გონივრულ წინადადებას ველოდებით, თორემ მაგიდის აყირავება და ზურგის შექცევა რომ გვინდოდეს, შევაქცევდით...

ასე პასუხობს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი რ2-ის ჟურნალისტის კითხვას, რას მოიმოქმედებს ოპოზიცია ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს.

კომენტარები